თორნიკე-ერისთავი.-1 4 [PDF]

„თორნიკე ერისთავი“ კარი 1   თავი 1  ერთხელ დავით კურაპალატს ჰქონდა წვეულება. გარე მტერიც და შინაური შუღლიც არ არსებობდა.

30 3 110KB

Report DMCA / Copyright

DOWNLOAD PDF FILE

Papiere empfehlen

თორნიკე-ერისთავი.-1 4 [PDF]

  • 0 0 0
  • Gefällt Ihnen dieses papier und der download? Sie können Ihre eigene PDF-Datei in wenigen Minuten kostenlos online veröffentlichen! Anmelden
Datei wird geladen, bitte warten...
Zitiervorschau

„თორნიკე ერისთავი“ კარი 1   თავი 1  ერთხელ დავით კურაპალატს ჰქონდა წვეულება. გარე მტერიც და შინაური შუღლიც არ არსებობდა. ერთმანეთს შაირებით ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ყველას ხუმარა სჯობდა. ორბელიძე, რომელიც იყო მეფის ერთ-ერთი სარდალი ამბობს ორაზროვან გამოცანას : თავიდან ფეხებამდე მასხარაო. მასხარამ უპასუხა ასევე ორაზროვნად და მიანიშნა, რომ ტყუილად ელოდა თორნიკეს ადგილს. მეფე შეკრთა და დაინტერესდა თუ რატომ არ იყო თორნიკე მის გვერდით. აღმოჩნდა, რომ თორნიკე უარს აცხადებს მეფესთან სამსახურზე. მეფემ დაიბარა მეორე დღისთვის ერისთავი, რათა ეკითხა გადაწყვეტილების მიზეზი. თავი 2  მეორე დღეს შეიკრიბა დარბაზი და თორნიკე არ დაიმალა. იგი ელის ერისგან ბრალდებას და შემდგომ განჩინებას. მეფე კრებას მიესალმა. თვალამღვრეული შეჰყურებდა თორნიკეს და თან საუბრობდა. მთელი კრება და  მათ შორის თორნიკეც ყურადღებით უსმენდნენ : რაც არ უნდა ბრძენი იყოს კაცი, მისი ნდობა ძნელია და მეფეც ნუ გეგონებათ უშეცდომო. ჩვენ წინაპრებს ადრევე გადაუწყვეტიათ, რომ სამსჯავროში რაც უფრო მეტი მსაჯული იქნება მით უკეთესი. და აი მოგიწვიეთ განსახილველად, თქვენ იმსჯელეთ და მე ავირჩევ, თუ რომელი უკეთესია. თორნიკე ერისთავი თითქოს გვღალატობს და მოულოდნელად ხელს იღებს სამეფო სამსახურზე. იწუნებს თორნიკე სარდლობას და აპირებს დასვენებას, არც მეფეს უსმენს და არც ხალხს. დიდ მამულიშვილს არ შეეშვენება ურჩობა. ვერ მივხვდი მისი გადაწყვეტილების მიზეზს. ყველამ თქვას სახალხოდ თუ რა იცის და გადავწყვიტოთ. – თქვა ეს და დაბრძანდა მეფე, ხოლო გვერდით მოუსხდნენ მსაჯულებად მოხუცებულნი. შემდეგ ყველანი ჩამოსხდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა და ელოდნენ თორნიკეს.  თავი 3  მშვენიერი და ახოვანი თორნიკე წამოდგა სასაუბროდ. თაყვანი სცა მეფეს და კრებას და გულზე ხელები მიიჭდო. ტიროდა და ცრემლს ვერ იკავებდა ერისთავი. გულნატკენი უყურებდა ხალხს. კითხვებს მორჩილად და დამაჯერებლად პასუხობდა. ამბობდა, რომ სამსახურის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ მისი ასაკი უკვე სხვა მოვალეობას ითხოვდა და დაიწყო მან თხრობა თავისი თავგადასავლის.

თავი 4  თორნიკე ყვებოდა, რომ იგი მომსწრე იყო საქართველოს ვარამის. “მეფეს არ ახსოვს ის, რაც მე მახსოვს და გულზე მაზის ის დაღი. ყოველი მხრიდან გვესეოდა მტერი. გვიტევდნენ და ჩვენს გაქრობას ცდილობდნენ. მთელი საქართველო წავიდა საბრძოლველად. არ არსებობდა ბატონსა და ყმას შორის განსხვავება.” ქართლის შვილები თავიანთ ვალად თვლიდნენ, სამშობლოსთვის სიკვდილს. ერთი ქართველი ასს მტერს ებრძოდა. სისხლით მოირწყა მთა და ბარი და აღდგომის კვერცხს დაემსგავსა. განახევრდნენ ქართველები, მაგრამ მაინც სძლიეს მტერს. მხედართმთავარი მაშინ იყო იოანე, რომელიც შემდგომ ბერად აღიკვეცა. ჯოჯოხეთის რისხვა იყო მისი რისხვა და სანამ ის ბრძოლის ველზე იბრძოდა, მტერს მოსვენებას არ აძლევდა. როდესაც იოანემ ნახა, რომ საქართველო გასაჭირში აღარ იყო, მიაშურა ღმერთის სამსახურს. მხოლოდ ის თქვა, რომ ფარ-ხმალი გამოუდეგარი გახდა და დრომ მოაღწია რომ, ღმერთის ვალი მოეხადა. იოანემ ყველა დალოცა და მისი ხმალი, როგორც რჩეულს, თორნიკეს გადასცა. ამის შემდეგ თორნიკე უფრო მამაცი და უშიშარი გახდა. ამხელა დიდებას თორნიკე ვერ კადრულობდა, მაგრამ მაინც იხდიდა მის ვალს. იგი ვეღარ იბრძოდა ძველებურად, მაგრამ ის მაინც არ ნებდებოდა, ახლა კი ვეღარც ხელს და ვეღარც მუხლს ვერ ხმარობდა. მან თქვა, რომ მის გაზრდილებს მასზე ბევრი შეეძლოთ და მეტად შეშვენოდათ სარდლობა. მან იოანეს გზა აირჩია და ნებართვა ითხოვა, რომ მისი ხმალი სხვისთვის გადაეცა. ეს თქვა და ორბელიძეს ხმალი გადასცა. თავი 5  თორნიკეს გულწრფელობამ ყველა მოხიბლა და ააჩუყა. მეფემ ერისთავს ხელი გადახვია და შესთვაზა, რომ ქართლში ნებისმიერი ეკლესია აერჩია, მაგრამ თორნიკემ იუარა და უთხრა, რომ სიმშვიდისთვის და სწორი გზისთვის მარტო ყოფნა ერჩია. კარი II თავი 1 გაშინაარსებულია წიგნში თავი 2  კრება ბიზანტიაში : ” მაკვირვებს ჩვენი სულის დაცემა, ჩვენ მომსწრენი ვხდებით ბიზანტიის დასასრულის. თუ ბიზანტია აქამდე სხვებს სცემდა შიშის ზარს, ახლა თვითონ ჩავარდა ის საფრთხეში. ბევრი ბიზანტიელი შეეწირა ქრისტიანობას, ახლა კი ღმერთი გამოუგზავნის მას მხსნელს. არის ქვეყანა, რომელიც მოყვარეს მოყვრულად იღებს და მტერს შიშის ზარს

სცემს. ეს ქვეყანა საქართველოა. მივმართოთ დახმარებისათვის მის მეფეს დავით კუტრაპალატს”. საქართველოს ხსენებამ კრება გამოაფხიზლა და ყველას იმედი მიეცა. მათი გადაწყვეტილება დედოფალს მოახსენეს. გადაწყვიტეს მიეწერათ ისეთი წერილი, რომ მოელბოთ გული ქართველებისთვის. თავი 3   ქართლში ხმა გავარდა, რომ მეფე ბიზანტიელების დასახმარებლად ჯარს აგროვებდა. მოციქულად კი თორნიკე ერისთავი გამოეგზავნათ. ვაჟკაცებმა იარაღები მოიმარჯვეს. გამრეკელს უთქვამს, რომ იგი არ იბრძოლებდა თუ თორნიკე არ უსარდლებდა ჯარს. ხალხიც დათანხმა ამ მოსაზრებას და მეფეს სთხოვეს, რომ თორნიკე დამდგარიყო სარდლად. მაგრამ თორნიკემ ბერობის გამო უარი თქვა. მეფის თანხმობით მეომრები მივიდნენ თორნიკესთან და შესთხოვეს სარდლობა. მან უთხრა, რომ იგი საკუთარ აღთქმას არ დაარღვევდა მანამ სანამ, მღვდელთმთავარი არ იქნებოდა თანახმა. ამ დროს ქართლში კათალიკოსი იყო არსენი და ხალხმაც მას თხოვა დახმარება. არსენმა თორნიკე სასაუბროდ მიიწვია. თავი 4  თორნიკემ არსენ კათალიკოსს უთხრა, რომ ვერ უღალატებდა სამღვდელოებას. რადგან მან დაიწყო ეს საქმე, ვეღარ გასტეხდა აღთქმას. იგი ამბობდა, რომ აღარ შეშვენოდა სისხლის დაღვრა. (პირველ პირში) ღმერთმა იცის რომ ფეხის გადმოდგმა არ მინდოდა. ბოლოს ბრძანებით წამოვედი და ვნახე დედოფალი და სკლიაროსისგან აოხრებული ბიზანტია. ერთადერთ ნუგეშად ქართლი დარჩენოდათ. (მესამე პირში) უბრძანეს თორნიკეს მოციქულობა, მაგრამ დედოფლის ტირილმა უარი ვერ ათქმევინა. სამაგიეროდ ჰპირდებოდნენ ქართლის ზემო ქვეყნების მონობას და ამიტომ დასთანხმდა იგი. ახლა დრო იყო, რომ იგი უკან დაბრუნებულიყო.(პირველ პირში) რასაც მოითხოვს ქართველი ერი ჩემგან, თავადაც კარგად ასრულებენ ისინი მას, არ არის საჭირო ბერი. მეფემ აირჩიოს ერთერთი სარდალი და მეც წავყვები ჯარს, ოღონდ ჯვრით ხელში. სხვებმა იბრძოლონ, ხოლო მე ღმერთს შევევედრები, რომ თქვენ გამარჯვება მოიპოვოთ. (მესამე პირში) კათალიკოსმა უთხრა, რომ იგი სცდებოდა, რომ მხოლოდ სიტყვით ვერ მისწვდებოდა ღმერთს. თორნიკემ შეჰბედა და უთხრა, რომ ლოცვა არის კარი სინანულისა. არსენმა უთხრა, რომ ქრისტეს სამსახურს ეწეოდა. ეს თქვა და გადასცა თორნიკეს ჯვარი. მეორე დღეს კი თორნიკე ისევ ჩაუდგა ჯარს სარდლად.

კარი III თავი 1    გათავხედებულა ბარდა სკლიაროსი და სისხლით შეუღებია ბერძნების მთა და ბარი. ბიზანტია შუაზე გაჰყო, ერთ ნახევარს აოხრებდა, ხოლო მეორე ნახევარს სპარსელები და რომაელები შემოჰხვეოდნენ. სკლიაროსთან ერთად იყვნენ გრიგოლი და ბაგრატი, რომლებიც აჯანყების მომხრეები გახდნენ. მოქის თავადიც სკლიაროსთან შეიკრა და ყველამ საღალატოდ შეკრა პირი. დაჩაგრეს ბერძნები და ახლა დრო იყო, რომ იგი ქართველებს ეხსნათ. ქართველები იყვნენ ფარხმალით მოსულები და წინ მიუძღვოდათ საქრისტიანოს ჯვარი. თორმეტი ათასნი იყვნენ, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა ასე. მოვიდეს სკლიაროსი და ჩვენ ავიღებთ სისხლსო. ან სიკვდილი ან გამარჯვებაო.  თავი 2  მდინარე ჰალისის პირად, ასე მღეროდა ქართველთა ჯარი. მათი გუგუნი კი ისრად ერჭობოდა სკლიაროსის ჯარს გულში. ბრაზმორეული სკლიაროსი მარჯვე დროს ეძებდა შესატევად. ქართველებთან ომი აშინებდა და იმის ფიქროთ, რომ ქართველები პირველები შემოიჭრებოდნენ, საფრებს ამაგრებდა. უნდოდა, რომ ქართველები გამაგრებულ ბანაკში მიეტყუა და ებრძოლა. სატყუარად კი, გუნდად უგზავნიდა პატარა ჯარებს. მაგრამ თორნიკე გამოცდილი იყო და ადვილად ვერ მოტყუვდებოდა. მას სხვა ხერხი ჰქონდა. ბიზანტიელები გაბრაზებულები იყვნენ, რომ მათ ჯარს ქართველი სარდლობდა. ამაზე თორნიკე მითომ გაბრაზდა და ჯარი მიატოვა. დაინახა თუ არა ეს სკლიაროსმა, ბიზანტიელებს შეუტია და ადვილად დაამარცხა. მთელი ღამე აღნიშნავდნენ გამარჯვებას, ამ დროს კი მათ გარს ქართველები ეკვრნენ. თორნიკემ ჯავშიანიძეს 1000 ჯარისკაცი მიაბარა და გაუშვა საფრებისკენ. ორბელიძეს 4000 რჩეული ვაჟკაცი გადასცა და დიდი ომის ატეხვა დააბარა. მარჯვნივ და მარცხნივ 3000-3000 კაცით გაგზავნა გამრეკელი და სავარსამიძე. თავად კი 1000 კაცი დაიტოვა, ხოლო მათ მეთაურად ჯოჯიკი. თორნიკემ ჯარი გაისტუმრა და ლოცვა დაიწყო. თავი 3  როგორც მზეთუნახავ ეთერის, საყვარლის მოლოდინში სახე გრძნობებით აუვარდისფრდებოდა, ისე ინათა ცამ მზის ამოსვლისას. ამ სილამაზით მოხიბლულ ბუნებაში ვარდი გაიშალა, სიო ნაზად უბერავდა და ამ დროს

გაისმა საზარელი ხმა. დაიწყო ბუკის და საყვირის ცემა. თენდებოდა და ორი ჯარი სისხლის საღვრელად ემზადებოდა. თავი 4  მაღლიდან დაჰყურებდა თორნიკე ბრძოლის ველს. ელოდა თუ როდის დაჰკრავდა ბუკს მოწინავე ჯარი. ბედაურები გაცეცხლებულები იყვნენ და როგორც მათი პატრონის გულს, არც მათ ეკარებოდათ შიში. თავში მოწინავე ჯარს ედგა ორბელიძე და შესატევ დროს ელოდა. მათგან შორს მოფენილი იყო ქვეითი ჯარი გამრეკელის მეთაურობით. ხოლო მდინარე ჰალისთან სავარსამიძის ჯარი იდგა. ჯავშანიძე არსად მოჩანდა, რადგან წინა ღამით აეღო მტრის საფარი. სკლიაროსიც ამხედრებულიყო და მტრის დასახვედრად ამზადებდა ჯარს. მარჯვნივ დააყენა ბაგრატ თორონელი, მარცხნივ კი მისი ძმა გრიგოლი. ორბელიძის პირადირ აფრანიკე იყო გამოსული და ალმოდებული იგლეჯდა წვერ-ულვაშს. მას აკვირვებდა ქართველების თავხედობა, რომლებიც ასე მცირე ჯარით იყვნენ მოსული. გათამამებული აფრანიკე ცხენოსან სპარსელებს ამხნევებდა და დიდ საჩუქარს ჰპირდებოდა მათ. გახარებულმა სპარსელებმა სიმღერა დაიწყეს, ხოლო საპასუხოდ მათაც ისრები დაუშინეს. პირველად ისარი მხოლოდ გამრეკელმა ისროლა და შემდეგ კი დაიწყო ისრის წვიმა. სომხებმა ფარები მოიმარჯვეს და საპასუხოდ მათაც ისრები დაუშინეს. ჯერ სიჩუმე იყო და შიგადაშიგ მოისმოდა დაჭრილი კაცის კვნესა. ბრძოლა გახურდა და მზეც ამოვიდა. ამ დროს იშიშვლა ორბელიძემ ხმალი და ომის დაწყების ნიშნად ჯარს თვალი გადაავლო. ჯარი მიუხვდა და მათაც იშიშვლეს მახვილები. დეზი ჰკრეს ცხენებს და პირდაპირ სპარსელებისკენ გაექანნენ . მაგრა დაუხვდა აფრანიკე და შეაგება ცხენოსანთა ჯარი. დასცეს კიჟინა და გაიშალნენ მინდორზე. ფეხით გაჰქონდათ ცხენებს დაჭრილები და ცოცხალ-მკვდრები. ამ დროს შავებში ჩაცმული მხედარი წინ გადმოდგა და ორბელიძე გამოიწვია ორთაბძოლაში. ჯარიდან გამოიყო თეთრ ცხენზე შემჯდარი, გასისხლიანებული ორბელიძე. მოღუნეს ორივემ მშვილდები და სტყორცნეს ისრები, მაგრამ მალევე შეაშველეს ფარები. შემდეგ გადაიგდეს მშვილდები მხრებზე და დაიწყეს ხმლებით ბრძოლა, ჯერ ორბელიძე დაქვეითდა, შემდეგ კი აფრანიკი. აფრანიკმა მოულოდნელად მოუქნია ხმალი, მაგრამ ორბელიძემ სწრაფადვე დაახვედრა ხმალი და აფრინიკეს მახვილი გადაიმსხვრა. შეშინებული აფრანიკი გაიქცა და თან მიჰყვა მას სპარსელთა ჯარი. ქართველები უკან დაედევნენ. სპარსელებს ხეობაში შეემწყვდიათ. ქართველები დაქვეითდნენ.

თავი 5 ამ დროს ხეობიდან გამოხტა რაში და თავის პატრონს დაუწყო ძებნა.არ ესიამოვნა ეს თორნიკეს და გაგზავნა ჯოჯიკი ხეობაში.კიჟინით დაეშვა ჯოჯიკი  და მისმა ხმამ ხეობაში დამწყვდეულობის მონდომება გააორკეცა.გაახლდა ომი,რამაც სკლიაროსი შეაკრთო და გააგზავნა ქვეითი ჯარი.ჯარი ქართველებს შემოეკრა და გამარჯვების იმედი აღარ ჩანდა.შეატყობინა სავარსამიძეს გამრეკელმა ჯარის მდგომარეობა და სავარსამიძემ ალყა შემოარტყა მტრის ჯარს.ხეობა სისხლით იყო დასვრილი და დაღუპული ხალხით სავსე.ახლაღა ჩათვალა საჭიროდ თორნიკემ ბრძოლაში ჩართვა.ომი რომ ნახა,გალომებულმა რამდენიმე მტერი გამოასალმა სიცოცხლეს.შემოურბინა ჯარს თორნიკემ და გადასცა სარდლებს,რომ გზა გაეხსნათ მტრებისათვის.გაიხსნა თუარა გზა სპარსელები მდინარეზე გადებულ ხიდზე გავიდნენ.ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა.უმეტესობა დაიხრჩო ხოლო ისინი ვინც ნაპირზე გავიდნენ ქართველებს მოუკლავთ.დარჩენილმა სპარსთა ჯარმა ძველ თავშესაფარს მიაშურა და იქ ჯავშანიძე დაუხვდა ჯარით.გაწყდა სპარსელთა არმია.მხოლოდ სკლიაროსიღა გადარჩა და მანაც ბაღდადს მიაშურა. თავი 6 გათავდა ომი და დაღამდა.კიჟინა შემწყდარიყო და მხოლოდ დაჭრილების კვნესა ისმოდა.გადარჩენილებს დახმარება უნდოდათ,მაგრამ სიბნელე იყო და მთვარის ამოსვლას ელოდებოდნენ.თორნიკემ ბრძანა რომ განურჩევლად,ყველას დახმარებოდნენ და არავინ დაემცირებინათ,რადგან ტყვედ ყოფნა უკვე დამცირება იყო მათთვის.უარი არავის უთქვამს და აი მთვარეც ამოვიდა.განათდა იქაურობა და გამოჩნდა კაცის საზარელი ნახელავი.დაღუპულებით და დაჭრილებით იყო სავსე ხეობა.ერთ ადგილას კი განსაკუთრებით ბევრი მიცვალებული იყო.თურმე ორბელიძე მოეკლათ ღალატით და მისი შურის საძილებლად ქართველებს გამეტებული ბრძოლა დაეწყოთ.ერთი ოცს კლავდა და ისიც თან მიჰყვებოდა.მოუკლავთ აფრამიტი და პავრატი და მაშინ როდესაც ერთი სპარსელი ჯოჯიკს ხმალს არჭობდა ზურგში, გამრეკელს მოუსწვრია და გამოუსალმებია სიცოცხლეს.ერთმანეთს დაეხმარნენ გამრეკელი და ჯოჯიკი,მაგრამ მკვდარ ორბელიძეს ვერაფერი უშველეს.ირეოდა სომხური,ქართული და სპარსული ერები და ამოწყდა აჯანყებულთა ჯარი,მაგრამ მათში გამოერია ხუთი ათასი მკვდარი ქართველი.

კარი 4 (მოკლე შინაარსი)

თავი 1 გამობრძანდა დავით მეფე ერთან ერთად.მთელი მიდამო ხალხით იყო მიმოფენილი.დავითს გვერდით ედგა მისი შვილობილი ბაგრატი. დავითი არ გამოიყურებოდა ისე, როგორც მეფე, რადგან ყველამ იცოდა, რომ ის იყო ღმერთის რჩეული. მინდვრის ბოლოში გამოჩნდა საბერძნეთიდან დაბრუნებული ქართველთა ჯარი. ქვეყნის დანახვამ მხედრებს  გული აუჩუყათ და შემოსძახეს სიმღერა მიჯაჭვულ ამირანზე. ცოტა მოშორებით დადგნენ, დაქვეითდნენ და მეფეს მიუახლოვდნენ. თავი 2 წინ წარსდგა თორნიკე ერისთავი და მიართვა რაღაც ტყავი, სადაც, როგორც მან მოახსენა, იყო სამაგიერო მათი დაღვრილი სისხლისა. თორნიკეც დიდად დაეჯილოდოვებინათ, მაგრამ მას არ უნდოდა ამდენი ოქრო და აპირებდა, რომ ნახევარი ქვრივ-ობლებისთვის მიეცა, ნახევარი კი მეფისთვის. დავითმა თავისი  ნახევარი არ აიღო და ამის გამო ვერ შეთანხმდნენ მეფე და სარდალი. თავი 3 ღრუბლებზე მაღლა, ერთ კლდეში ამოჭრილი იყო გამოქვაბული, სადაც ოდესღაც მამები ცხოვრობდნენ. ახლა ის გამოქვანული ცარიელი იყო და ფუტკრის გარდა ვერავინ და ვერაფერი შედიოდა. თორნიკეს დროს კი ამ გამოქვაბულში ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბერი. იგი ხშირად ჩამოდიოდა სოფელში, მაგრამ ხმას არავის სცემდა. როდესაც მეფემ არ შეიწყნარა თორნიკეს ძღვენი,მაშინ გაბრიელ-სალოსმა ურჩია მეფეს, აეშენებინათ ღვთისმშობლის ტაძარი. მეფე დასთანხმდა და იმ დღის შემდეგ გაბრიელი აღარ გამოჩენილა. მხოლოდ ერთხელ, როდესაც ქვეყანაში ბნელი ჩამოწვა, ათონისკენ მიმავალი ენახათ ორი ბერი. ესენი იყვნენ თორნიკე და გაბრიელი. თავი 4 ერთხელ ათონში სასწაული მომხდარიყო. ღვთისმშობლის ხატმა ზღვით მოცურა წმინდა ადგილას. იქ, სადაც ათონის სამონასტრო ლავრა და ივერთა მონასტერი იყო. მას ყველა ვერ ხედავს, რაგან ღამით ნათელი, დღისით კი ნისლი ჰბურავს.ხალხს უნდოდა გამოესვენებინა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ხელი არ დააკარებინა არავის,როდესაც ნავით მიუახლოვდებოდნენ, ის შორს მიცურავდა.ხალხს ეგონა, რომ მათი ცოდვა

დიდი იყო და ღმერთი ურისხდებოდა. წმინდა მამებმა მარხვა და ლოცვა გააორმაგეს. ერთხელ ერთ ბერს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, რომ ხალხს არავითარი ვალი არ ჰქონდა მის წინაშე და მათზე გამწყრალიც არ იყო. მან უთხრა, რომ იქ ხალხის გულისთვის არ იყო მისული და სულ სხვა რამ იყო მისი ნება-სურვილი, ამიტომ არავის შეეძლო მისი იქიდან გასვენება. მის სახელზე რომ იყო აგებული ივერიელთა ტაძარი, იქ ცხოვრობდა ერთი ბერი ივერიელი გაბრიელი და მხოლოდ მას შეეძლო ხატის გასვენება. ღვთისმშობელს კი უნდოდა, რომ ხატი დაესვენებინათ შესასვლელ კართან და დარქმეოდა კარის ღვთისმშობელი. წმინდა მამებს გაუხარდათ და წირვა-ლოცვა აღავლინეს, მადლიერების ნიშნად, ელკესიას შემოუარეს სანთლებით.ხატი დაასვენეს იმ ადგილას, სადაც უნდოდა ღვთისმშობელს.მაგრამ ამ დროს იხილეს ისეთი  სასწაული, რაც ჯერ არავის უნახავს.ცაზე გამოიხატა ვარსკვლავების გვირგვინი, ივერიის მონასტერს დაადგა თავზე და გაანათა წმინდა ადგილი იქამდე, სანამ დილა არ დადგა.დღეს ეს ნიშანი აღარ ჩანს,ალბათ იმიტომ, რომ ჩვენზე გამწყრალია ღვთისმშობელი. მაგრამ საქართველოს სულმნათს ღვთისმშობლობა დღეს ენახა ერთი სიზმარი: ქვეყანაში ჩამოსულიყვნენ ნინო,ქეთევანი და თამარი.თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი,ქეთევანს წმინდა მოწმობის,ნინოს კი ვაზის ჯვარი ეჭირა ხელში, რაც ქრისტიანობის ნიშანი იყო.საქართველოსკენ იშვერდნენ ხელებს და ტკბილ საგალობელს გალობდნენ.ლოცვა რომ დაამთავრეს დაინახეს, რომ ძველ ადგილას გამოსახულიყო ცისარტყელა